Donate
კონტაქტი აირჩიე ენა
ENG
ENG
დამატებითი მენიუ
ისტორია და მისია
სამეთვალყურეო საბჭო
თანამშრომლები
არქიტექტურა
კვლევა ნახეთ მეტი
იპოვე შენი წიგნი ნახეთ მეტი
ბოლო სიახლე ნახეთ მეტი
რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება
არქიტექტურა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო. ბიბლიოთეკის შენობის ავტორია ცნობილიგერმანელი არქიტექტორი იურგენ მაიერი. ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნა უკვე 6 თვის შემდეგ , 2014 წლის 22 აპრილს გაიმართა. იურგენ მაიერს და მისი არქიტექტურულ კომპანიას საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: მესტიის პოლიციის შენობა, სარფის საბაჟო, მესტიის აეროპორტი, ლაზიკას ქანდაკება, „სმარტის“ სუპერმარკეტი და ბენზინგასამართი სადგური გორის მახლობლად.

მესტიის აეროპორტის შენობა 2011 წლის მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ აეროპორტების ათეულში იყო დასახელებული. ლაზიკას ქანდაკება, რომლის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა „თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის ნიმუშების“ წიგნშია შესული და მის ყდაზეცაა გამოტანილი.

J. MAYER H. und Partner, Architekten -ის სტილი დაფუძნებულია ახალი ტექნოლოგიების, კომუნიკაციის და არქიტექტურის შერწყმაზე. კომპანიის ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია - ურბანული განვითარების მსხვილი პროექტები და მშენებლობებია J. MAYER H. und Partner, Architekten-ს ერთერთი ყველაზე ცნობილი პროექტია - „პარასოლი“ - სარეკრეაციო დანიშნულების შენობა ესპანეთის ქალაქ სევილიის ისტორიულ ცენტრში.

სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობა ხუთი ფუნქციონალური სართულის და ავტოსადმგომისგან შედგება. შენობის ინტერიერის დეტალების ასევე მაიერის დაპროექტებულია და, შესაბამისად, ორიგინალური: სამკითხველო დარბაზის წიგნის თაროები ფასადის ფანჯრების სტილს იმეორებს.
საკონფერენციო დარბაზი 120-140 მსმენელისთვისაა განკუთვნილი, აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით, რომელიც არა მხოლოდ კონფერენციების და ლექციების კომფორტულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ონლაინ ღონისძიებების და მათი ინტერნეტში პირდაპირი ტრანსლირების პირობებსაც უზრუნველჰყოფს.

სამკითხველო დარბაზი ერთდროულად 30-35 მკითხველს იტევს. მათთვის შექმნილია ყველანაირი პირობა კომფორტული მუშაობისათვის - დიდი, ნათელ ფერებში გადაწყვეტილი მაგიდები, უკაბელო ინტერნეტი, კომპიუტერები, წვდომა ელექტრონულ ბაზებთან.
შენობის მეოთხე სართულზე ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია და გელა ჩარკვიანის სახელობის დარბაზია განლაგებული. დარბაზი სემინარების და შეხვედრების ჩატარებისათვისაა განკუთვნილი.

რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება