Donate
კონტაქტი აირჩიე ენა
ENG
ENG
დამატებითი მენიუ
ისტორია და მისია
სამეთვალყურეო საბჭო
თანამშრომლები
არქიტექტურა
კვლევა ნახეთ მეტი
იპოვე შენი წიგნი ნახეთ მეტი
ბოლო სიახლე ნახეთ მეტი
რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება
ისტორია და მისია

2013 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დააარსა ფონდი - “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ და საფუძველი ჩაუყარა ბიბლიოთეკის მშენებლობას.

ფონდის დაფუძნების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფართო შესაძლებლობების საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების, ასევე ეროვნული ერთობისა და დამოუკიდებლობის იდეების გავრცელებას ქართულ საზოგადოებაში.

ფონდი ძირითადად ორიენტირებულია საგანმანათლებლო საქმიანობაზე. იგი მიზნად ისახავსარსებული ეროვნული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების შესახებ დისკუსიების გამართვას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე, განათლებული და პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. თავისი საქმიანობით ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შორის აზრთა გაცვლა-ამოცვლას და გამოცდილების გაზიარებას. შედეგად, ფონდი იმედოვნებს ხელსაყრელი გარემოს შექმნას, რათა ახალგაზრდებმა, მათ შორის სტუდენტებმაც, შეძლონ საკუთარი სამოქალაქო და პროფესიული ქსელების ჩამოყალიბება და როგორც პირადი, ასევე ქვეყნის მომავალის დაგეგმვა საერთო ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით.

ბიბლიოთეკის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნინერებები, ქართული და საერთაშორისო სამართალი, გლობალური უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონული პრობლემების კვლევები, უახლესი ისტორია, ხელოვნება, დიზაინი და არქიტექტურა.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა თავის სტუმრებს ასევე თავაზობს:

• სრულყოფილ სამეცნიერო-საბიბლიოთეკო რესურსს;

• სადისკუსიო პლათტფორმას;

• კონტაქტების დამყარებას პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ;

• აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის;

• სივრცეს და ინფრასტრუქტურას ადგილობრივი და უცხოური მედიისთვის.

ფონდი “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს. ფონდის საკუთრებას და მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა.მისი მშენებლობა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო. ბიბლიოთეკის შენობის ავტორია ცნობილი გერმანელი არქიტექტორი, იურგენ მაიერი. ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნა 2014 წლის 22 აპრილს გაიმართა. გახნას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის სტუდენტები. მათ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიმართა. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისკონცეფცია ამერიკულ მოდელზეა დაფუძნებული, თუმცა, იგი მეტწილად საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზეა ორიენტირებული. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის კოლექცია მოიცავს სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურის ფონდებს. მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია როგორცსაკუთრივ ბიბლიოთეისთვის შეძენილი ლიტერატურა, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი კოლექციის ნაწილი და სხვადასხვა ცნობილი ავტორისა თუ პოლიტიკოსის მიერ ნაჩუქარი წიგნები.

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე 10.00-დან 20.00 საათამდე. სამკითხველო დარბაზით და იქ განთავსებული წიგნებით სარგებლობა უფასოა ყველასათვის. დარბაზის და მთელი ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია შეუზღუდავი უკაბელო ინტერნეტი. დარბაზში განლაგებულიკომპიუტერებისა და უკაბელო ინტერნეტის მეშვეობით მკითხველებს შეუძლიათ JSTOR-ის სამეცნიერო ბაზის გამოყენება. ჩვენი საკონფერენციო დარბაზი ყოველკვირეულად არაერთ საჯარო ღონისძიებას მასპინძლობს. მათ შორის - ლექციებს, კონფერენციებს, დისკუსიებს და გამოფენებს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტური ინიციატივებისათვის დარბაზით სარგებლობა უფასოა.

ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს ანალოგიური მიზნებისა და ინტერესების მქონე ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან. არსებობის პირველი წლის განმავლობაში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში91 საჯარო დისკუსია, 6 გამოფენა, 16 ფილმის ჩვენება, 2 წიგნის პრეზენტაცია და 12 სტუდენტური შეხვედრაგაიმართა. დღეისათვის ბიბლიოთეკას 100-ზე მეტი შემომოწირველი ჰყავს - როგორც ორგანიზაციები, ასევე კერძო პირები.

 

 

 

რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება