Donate
კონტაქტი აირჩიე ენა
ENG
ENG
დამატებითი მენიუ
მიხეილ სააკაშვილი
სანდრა რულოვსი
მედია
კვლევა ნახეთ მეტი
იპოვე შენი წიგნი ნახეთ მეტი
ბოლო სიახლე ნახეთ მეტი
რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება
ბიოგრაფია
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა საქართველოში, თბილისში, 1967 წლის 21 დეკემბერს. იგი ყველაზე უფროსია სამ ძმას შორის. კიევის საერთაშორისო ურთიერთობების პრესტიჟული ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტად ჩაირიცხა ედმუნდ მასკის პროგრამით. 1995 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო სამართლის განხრით. 1995-1996 წლებში სწავლობდა ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში.

1995 წელს მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და სწორედ მისი ინიციატივით საქართველოში პირველად დაიწყო მოსამართლეების შერჩევა მათი დამსახურების მიხედვით. 2000 წლის 12 ოქტომბერს იგი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. ამ თანამდებობაზე იგი განაგრძობდა ბრძოლას და იძიებდა პოსტსაბჭოთა საქართველოში გაბატონებულ კორუფციას უმაღლეს დონეზე. იგი ასევე გახდა იუსტიციის პირველი მინისტრი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მოთხოვნით გამოვიდა. მუქარის, რეპრესიისა და პიროვნული საფრთხის მიუხედავად, იგი დაუღალავად იბრძოდა დანაშაულის გამოსააშკარავებლად და ძლიერი სამხილის საფუძველზე საჯაროდ ავლენდა წამყვანი მოხელეების კორუფციულ ქმედებებს სამთავრობო დონეზე. მისმა რადიკალურმა სასამართლო რეფორმებმა იმდენად ეფექტურად გააუმჯობესეს სასამართლო სისტემა, რომ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ქებაც კი დაიმსახურეს.  

2003 წელს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის აწ უკვე გარდაცვლილი წევრი ზურაბ ჟვანია გაერთიანდნენ არჩევნების შედეგების გასაბათილებლად და საზოგადოებას პროტესტისაკენ მოუწოდეს, რაც ვარდების რევოლუციის საწყისი გახდა. რევოლუციამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც პარლამენტის კარებისკენ სააკაშვილი მშვიდობიანად მიუძღოდა მამაც მეოცნებე ადამიანთა რჩეულ ჯგუფს. იმის საჩვენებლად, რომ შეუიარაღებელი იყო, მიხეილ სააკაშვილმა ხელი აწია, რომელშიც მხოლოდ ერთი წითელი ვარდი ეჭირა.

2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე  დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და 2004 წლის 4 იანვარს ქართველმა ხალხმა ხმათა 96 პროცენტით თავის პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი აირჩია. 37 წლის ასაკში მიხეილ სააკაშვილი გახდა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ლიდერმა კავკასიის მთელ რეგიონში, საბრძოლოდ მომზადებული თითქმის 1000  ჯარისკაცი გააგზავნა ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლველად, ძირითადად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გვერდით, და ამჟამად ახალ კურსს ირჩევს  ნატოს სამხედრო ძალების შესავსებად. 2009 წლის 19 დეკემბერს "Wall Street Journal" - მა მისი ციტატა მოიტანა: 

"ერთა შორის კავშირების შემოწმება მაშინ კი არ ხდება, როდესაც ამის გაკეთება ადვილია, არამედ მაშინ, როცა ეს რთულია. საქართველო აშშ-სა და ევროპის მადლიერია ბოლო წლებში გაწეული თანადგომისათვის. ახლა ჩვენ გვეამაყება ის, რომ ვიდგეთ და ვიბრძოლოთ თქვენს გვერდით".

ბიოგრაფია
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
აირჩიე წელი: კატეგორია:
GO
2014
უკან
რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება