დაიბადა 1968 წლის 23 დეკემბერს ტერნეუზენში, ჰოლანდიაში.
1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით. 1993 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის დროს მომავალ მეუღლეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, წლის ბოლოს კი, ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა.
1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც სანდრა ელისაბედ რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების სამეფოს საპატიო კონსულის თანაშემწედ მუშაობდა.
2004 წლის იანვარში მისი მეუღლე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
ბიოგრაფია
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა