ისტორია და მისია
2013 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დააარსა ფონდი - “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ და საფუძველი ჩაუყარა ბიბლიოთეკის მშენებლობას.
ფონდის დაფუძნების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფართო შესაძლებლობების საგანმანათლებლო ცენტრისშექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების, ასევე ეროვნულიერთობისა და დამოუკიდებლობის იდეების გავრცელებას ქართულ საზოგადოებაში.
ფონდის საქმიანობა ძირითადად ორიენტირებულია საგანმანათლებლო საქმიანობაზე. იგი მიზნად ისახავსარსებული ეროვნული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების შესახებ დისკუსიების გამართვას, რათახელი შეუწყოს საქართველოში მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე, განათლებული დაპასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. თავისისაქმიანობით ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შორის აზრთა გაცვლა-ამოცვლას დაგამოცდილების გაზიარებას. შედეგად, ფონდი იმედოვნებს ხელსაყრელი გარემოს შექმნას, რათა ახალგაზრდებმა, მათ შორის სტუდენტებმაც, შეძლონ საკუთარი სამოქალაქო და პროფესიული ქსელების ჩამოყალიბება და როგორც პირადი, ასევე ქვეყნის მომავალის დაგეგმვა საერთო ინტერესებსა დადემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით.
ბიბლიოთეკის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველომეცნინერებები, ქართული და საერთაშორისო სამართალი, გლობალური უსაფრთხოება, საერთაშორისოურთიერთობები, რეგიონული პრობლემების კვლევები, უახლესი ისტორია, ხელოვნება, დიზაინი დაარქიტექტურა.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა თავის სტუმრებს ასევე თავაზობს:
• სრულყოფილ სამეცნიერო-საბიბლიოთეკო რესურსს;
• სადისკუსიო პლათფორმას;
• კონტაქტების დამყარებას პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ;
• აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის;
• სივრცეს და ინფრასტრუქტირას ადგილობრივი და უცხოური მედიისთვის.
ფონდი “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულიურიდიულ პირს. ფონდის საკუთრებას და მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა.მისი მშენებლობა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო. ბიბლიოთეკის შენობის ავტორია ცნობილი გერმანელიარქიტექტორი, იურგენ მაიერი. ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნა 2014 წლის 22 აპრილს გაიმართა. გახნასესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის სტუდენტები. მათმიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიმართა. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისკონცეფცია ამერიკულ მოდელზეა დაფუძნებული, თუმცა, იგი მეტწილად საგანმანათლებლო დასამეცნიერო მიმართულებებზეა ორიენტირებული. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის კოლექციამოიცავს სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურის ფონდებს. მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია როგორცსაკუთრივ ბიბლიოთეისთვის შეძენილი ლიტერატურა, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი კოლექციისნაწილი და სხვადასხვა ცნობილი ავტორისა თუ პოლიტიკოსის მიერ ნაჩუქარი წიგნები.
ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე 10.00-დან 20.00 საათამდე. სამკითხველო დარბაზით და იქგანთავსებული წიგნებით სარგებლობა უფასოა ყველასათვის. დარბაზის და მთელი ბიბლიოთეკისტერიტორიაზე ხელმისაწვდომია შეუზღუდავი უკაბელო ინტერნეტი. დარბაზში განლაგებულიკომპიუტერებისა და უკაბელო ინტერნეტის მეშვეობით მკითხველებს შეუძლიათ JSTOR-ის სამეცნიერობაზის გამოყენება. ჩვენი საკონფერენციო დარბაზი ყოველკვირეულად არაერთ საჯარო ღონისძიებასმასპინძლობს. მათ შორის - ლექციებს, კონფერენციებს, დისკუსიებს და გამოფენებს. არასამთავრობოორგანიზაციებისა და სტუდენტური ინიციატივებისათვის დარბაზით სარგებლობა უფასოა.
ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს ანალოგიური მიზნებისა და ინტერესების მქონე ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან. არსებობის პირველი წლის განმავლობაში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში91 საჯარო დისკუსია, 6 გამოფენა, 16 ფილმის ჩვენება, 2 წიგნის პრეზენტაცია და 12 სტუდენტური შეხვედრაგაიმართა. დღეისათვის ბიბლიოთეკას 100-ზე მეტი შემომოწირველი ჰყავს - როგორც ორგანიზაციები, ასევეკერძო პირები.