Donate
კონტაქტი აირჩიე ენა
ENG
ENG
დამატებითი მენიუ
სიახლე
ღონისძიებები
კვლევა ნახეთ მეტი
იპოვე შენი წიგნი ნახეთ მეტი
ბოლო სიახლე ნახეთ მეტი
რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება
ღონისძიებები
ძიება თარიღით: ყველა ღონისძიება
თარიღი: 2015-05-22
უკან
ქეთი შავგულიძე - "პოსტმოდერნიზმი VS ფსევდომოდერნიზმი"

22 მაისს 19.00 საათზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე საჯარო ლექცია წაიკითხავს - "პოსტმოდერნიზმი VS ფსევდომოდერნიზმი". დასწრება თავისუფალია. ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

“თვალი შეავლეთ კულტურულ ბაზარს: იყიდეთ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დაბეჭდილი რომანები, ნახეთ ოცდამეერთე საუკუნის კინო, მოუსმინეთ ბოლოდროინდელ მუსიკას – ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ, დაჯექით და უყურეთ ტელევიზორს ერთი კვირის განმავლობაში – და თქვენ ძლივს თუ აღმოაჩენთ პოსტმოდერნიზმის კრთომას”.- ალან კირბი

მოხსენება მიმოიხილავს თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს. 
რას „გვასწავლის“ თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა - ვენეციის ბიენალე? რა ჩაანაცვლებს პოსტმოდერნიზმს? რა მოდის შემდგომ - მეტა (meta) თუ ფსევდო (pseudo) მოდერნიზმი?


ქეთი შავგულიძის შესახებ 

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული ლექტორი; 
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
ოცამდე სამეცნიერო ნაშრომის, რამდენიმე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. საერთაშორისო და ადგილობრივი სახელოვნებო ორგანიზაციების, ასოციაციების, გაერთანებების წევრი (EAM, OISTAT, ICOM და სხვ.).

რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება