3 მაისს 16.00 საათზე სააკაშვილის საპრეზიდეტო ბიბლიოთეკაში (მის.: გიორგი საააკაძის დაღმართი 10) მეცნიერებისა და ხელოვნების მსოფლიო აკადემიის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ივო სლაუსი (Ivo Šlaus) გამართავს საჯარო ლექციას „ადამიანის უსაფრთხოება და განვითარება“. ლექციის შემდეგომ გაიმართება დისკუსია.
ივო სლაუსი ნაწილაკებისა და ბირთვული ფიზიკის პროფესორია, ამჟამად იკავებს აკადემიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის (SEED) დირექტორის თანამდებობას. ბატონი სლაუსი ასევე არის რომის კლუბის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი და რომის კლუბის ხორვატიის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი; საერთაშორისო ქსელის მდგრადი განვითარების ცენტრების თავმჯდომარე, ევროპული ფიზიკის საზოგადოების არასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი და დამფუძნებელი, სლაუსი ასევე მსახურობდა მსოფლიო ინოვაციის ფონდში და არის ხორვატიის პარლამენტის ყოფილი წევრი.
პროფესორ სლაუსს აკადემიური თანამდებობები ეკავა Rudjer Bošković-ის ინსტიტუტში (ხორვატია), UCLA-ში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, დუკის უნივერსიტეტში და “Jozef Stefan”-ის საერთაშორისო სამაგისტრო სკოლაში (ლუბლიანა). პროფესორ სლაუსს მიღებული აქვს ეროვნული ჯილდოები კვლევისათვის 1962 და 1969 წლებში.
ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ საგანმანათლებლო ცენტრია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების განვითარებას, დემოკრატიული სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას და საზოგადოებრივ დისკუსიას დემორკატიის და თანამედროვეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ბიბლიოთეკა მუდმივად მასპინძობს მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების და მოქმედი პოლიტიკოსების საჯარო ლექციებს, საერთაშორისო კონფერენციებს და დისკუსიებს.
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.