9 ივნისს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის თანახმად, რომელსაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა და საქართველოს უნივერსიტეტის დირექტორმა მანანა სანოძემ მოაწერეს ხელი, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და საქართველოს უნივერსიტეტი განახორციელებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალების მომზადებისათვის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, ხელს შეუწყობენ სამოქალქო ინიციატივების განხორციელებას და მხარს დაუჭერენ დემოკრატიული ფასეულობების დანერგვის პროცესს.
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა უკვე თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტთან ახალი პროექტი „AgoraProject“-ს ფარგლებში. ფაკულტეტის ტელესტუდია და ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები უზრუნველყოფენ პროექტის ტექნიკურ მხარეს.