"აგორა პროექტის" ახალი დისკუსია - "დასავლეთი, რუსეთი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება" 8 ივნისს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ევროპარლამენტის არჩევნების, აფხაზეთში მიმდინარე დაძაბულობისა და ყირიმის ანექსიის ფონზე თემაზე სასაუბროდ მოწვეულები იყვნენ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და დიპლომატი გია ჯაფარიძე.
ტრადიციისამებრ დისკუსია ონლაინ რეჟიმში ბიბლიოთეკის youtbe-ის ოფიციალურ არხზე იყო ხელმისაწვდომი. დისკუსიაში მონაწილეობის მიღების და კითხვების დასმის შესაძლებლობა ქუთაისის, გორის, ზუგდიდის და კასპის ახალგაზრდებმა გამოიყენეს.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა მადლობას უხდის საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლას პროექტის ტექნიკური მხარდაჭერისათვის.
დისკუსიების მიზანია, ამ თემების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს არა ვიწრო პოლიტიკური კუთხით, რითიც გაჯერებულია ქართული მედია სივრცე, არამედ ისე, როგორც ეს საკითხები სინამდვილეში განიხილება აკადემიურ წრეებში - მაქსიმალურად ობიექტური, მიუკერძოებელი თვალსაზრისიდან გამომდინარე.
დისკუსიებს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი მასპინძლობს.