Donate
კონტაქტი აირჩიე ენა
ENG
ENG
დამატებითი მენიუ
სიახლე
ღონისძიებები
კვლევა ნახეთ მეტი
იპოვე შენი წიგნი ნახეთ მეტი
ბოლო სიახლე ნახეთ მეტი
რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება
სიახლე
ძიება თარიღით: ყველა სიახლე
თარიღი: 2014-06-19
უკან
არქიტექტურული ფორუმის პირველი შეხვედრა და გიორგი ხმალაძის საჯარო ლექცია
13 ივნისს  სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საქართველოში არქიტექტორთა ყველაზე  მრავალრიცხოვანი ფორუმის პირველი შეკრება გაიმართა.  აქამდე ორი წლის განმავლობაში ფორუმი მხოლოდ ვირტულაურ სივრცეში არსებობდა, ის არა მხოლოდ ახალგაზრდა არქიტექტორებს, არამედ არქიტექტურით დაინტერესბულ 11 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. როგორც არქიტექტორთა ფორუმის წარმომადგენელმა, გიორგი მაისურაძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა ახალგაზრდა სპეციალისტების თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს. 
 
შეხვედრის ძირითადი ნაწილი მსოფლიოში უკვე აღიარებული ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის პრეზენტაციას დაეთმობა. გიორგი ხმალაძე ბათუმის McDonalds-ის შენობის ავტორია. ამ პროექტმა 2014 წლის თებერვალში მსოფლიოში 2013 წელს აშენებული საუკეთესო კომერციული შენობის ჯილდო დაიმსახურა. 
 
გიორგი ხმალაძე ერთერთი მათთაგანია, ვინც მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო უნიევრსიტეტში სწავლის გაგრძელება მიხეილს სააკაშვილის საპრეზიდენტო სტიპენდიის მეშვეობით შეძლო. 2012 წელს მან ჰარვარდის დიზაინის სკოლის მაგისტრატურა (Harvard University Graduate School of Design) დაამთავრა. პრეზენტაციაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. 

რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება