17 ივნისს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პოლონეთის სეიმის დეპუტატის ქ-ნი მალგოჟატა გოშიევსკას საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემა უკრაინაში და სააქართვველოში ახლახანს ჩატარებული არჩევნების შედეგები იყო.
მალგოჟატა გოშიევსკა პოლონეთის სეიმის დეპუტატია, ლეხ კაჩინსკის თანაგუნდელი და პარტია „სოლიდარნოსტის“ წევრი 1990 წლიდან. 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის რანგში, ის ლეხ კაჩინსკის ახლდა თბილისში. სულ რაღაც ერთ კვირაში ის თავად ჩამოყვა პოლონეთიდან მანქანებით გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც გორში განთავსებული დევნილებისთვის იყო განკუთვნილი. უკვე სექტემბერში, მალგოჟატა გოშიევსკას ხელშეწყობით, 300 დევნილი ბავშვი 1 თვით პოლონეთში გაემგზავრა. მას შემდეგ ქ-ნი მალგოჟატა საქართვველოს აქტიური მხარდამჭერია. 2013 წლის დეკემბერში მან მონაწილეობა მიიღო თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ უკრაინის მხარდამჭერ პირველ აქციაში.
http://www.malgorzatagosiewska.pl/?p=7815
https://www.facebook.com/m.gosiewska/media_set?set=a.180937071974852.40771.100001756818036&type=3