Donate
კონტაქტი აირჩიე ენა
ENG
ENG
დამატებითი მენიუ
სიახლე
ღონისძიებები
კვლევა ნახეთ მეტი
იპოვე შენი წიგნი ნახეთ მეტი
ბოლო სიახლე ნახეთ მეტი
რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება
სიახლე
ძიება თარიღით: ყველა სიახლე
თარიღი: 2018-01-19
უკან
"ანტისაბჭოთა ისტორიები" - წიგნის პრეზენტაცია

19 იანვარს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა ოლეგ პანფილოვის წიგნის "ანტისაბჭოთა ისტორიები" ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ოლეგ პანფილოვის წიგნი „ანტისაბჭოთა ისტორიები“ არის ისტორიული პუბლიცისტიკის კრებული, რომელშიც მოთხრობილია რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის იმ ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტების შესახებ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცენზურის გამო დამალული იყო.

მათ შორის მიმოხილულია რუსეთ-ჩუკოტკის ომი, მე-16-19 საუკუნეების დამპყრობელი კამპანიები, ცენტრალური აზიის ერების ბრძლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, საბჭოთა რეპრესიები, პროპაგანდის და ცენზურის ტრადიციები.

წიგნი უკვე თარგმნილია და გამოცემულია უკრაინულ, ბულგარულ და ჩეხურ ენებზე.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღო წიგნის მთარგმნელმა, მწერალმა მიხეილ ანთაძემ.

წიგნი გამოცემულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ.

რა სფეროს წიგნების წაკითხვას ისურვებდით ჩვენ ბიბლიოთეკაში?
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება