თარიღი: 2014-06-03
ზვიად ციკოლია. დიზაინი: მცირე იდეიდან გლობალურ ბაზრამდე
დიზაინი: მცირე იდეიდან გლობალურ ბაზრამდე. როგორ გახდა ზვიად ციკოლია ბუგატის და ლაზიკას ავტორი, როგორ ხდება ორიგინალური იდეის რეალიზება და როგორ შეიძლება დაიპყრო გლობალური და კონკურენტული ბაზარი.
2 ივნისს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სამრეწველო დიზაინში საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
1997 წელს ზვიად ციკოლია იყო ფრანკფურტის საერთაშორის ავტოსლონის პირველი ქართველი მონაწილე. ის ბუგატის და სამხედრო მანქანების „ლაზიკა“ და „დიდგორი“ს ავტრია. მისი ნამუშევრებს შორისაა: მაჯის საათი, რომელიც Reddot-ის დიზაინის ჯილდო ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო; Peugeot 1007, Peugeot 307; Rolls Royce-ის სპორტული კუპე; კონცეპტ-პროექტები: Piaggio - მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანა, სპორტული ფეხსაცმელი, და ბევრი სხვა.





